წესები და პირობები
ამ ვებგვერდით სარგებლობით თქვენ ეთანხმებით აღნიშნულ წესებსა და პირობებს. GEOCAR-ს შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს ეს პირობები; ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს პირობების მოქმედი ვერსიის მიღებას. ამ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ეხება GEOCAR-ის მომსახურებას საქართველოში. შესაძლოა, ზოგიერთი სახის მომსახურება არ იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს მასშტაბით ან ექვემდებარებოდეს დამატებით, სპეციფიკურ წესებსა და პირობებს.
განმარტებები:
თქვენ / მომხმარებელი: ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ამ ვებგვერდით ან GEOCAR-ის მომსახურებით.
ჩვენ / GEOCAR: სს „ჯეოკარი“, საიდენტიფიკაციო კოდი: 204854595.
ვებგვერდი: ეს ვებგვერდი.
ინფორმაცია: ნებისმიერი მონაცემი, რომელსაც GEOCAR მომხმარებელს აწვდის.
მესამე მხარე: ნებისმიერი პირი, გარდა GEOCAR-ისა და მომხმარებლისა.
მხარეები: GEOCAR და მომხმარებელი.
კანონმდებლობა: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებები.
შეთანხმება:
წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ვებგვერდით სარგებლობას, მათ შორის — GEOCAR-ის ელექტრონულ სერვისებზე, პროდუქტებსა და ინფორმაციაზე წვდომას. თუ თქვენ უკვე ხართ კლიენტი და გაფორმებული გაქვთ მომსახურების ცალკეული ხელშეკრულება, ეს პირობები აღნიშნულ ხელშეკრულებასთან ერთად მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა რამ არის გათვალისწინებული.
პასუხისმგებლობა და ვებგვერდის გამოყენება:
წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ვებგვერდით სარგებლობას, მათ შორის — GEOCAR-ის ელექტრონულ სერვისებზე, პროდუქტებსა და ინფორმაციაზე წვდომას. თუ თქვენ უკვე ხართ კლიენტი და გაფორმებული გაქვთ მომსახურების ცალკეული ხელშეკრულება, ეს პირობები აღნიშნულ ხელშეკრულებასთან ერთად მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა რამ არის გათვალისწინებული.
მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას GEOCAR-ის მიერ შეფასებების ჩასატარებლად, სტატისტიკური ანალიზისთვის, მომსახურების ხარისხის შესაფასებლად და ბიზნესის განვითარებისთვის. აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირებს გადაეცემა მხოლოდ თქვენი წერილობითი თანხმობით, ხელშეკრულების პირობების ან კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.